უძრავი ქონების სააგენტოს Orange Group-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Orange Group Georgia ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და მის კონფიდენციალურობაზე. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემების შესახებ და როგორ ვამუშავებთ მათ:

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი, რომელსაც თქვენ გვაწვდით კომუნიკაციისთვის.

2. როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას?
შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად, სააგენტოს მიერ კონსულტაციების გასაწევად და თქვენს შეკითხვებზე პასუხების გასაცემად.

3. გადავცემთ თუ არა ინფორმაციას მესამე პირებს?
ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს აფილირებულ, მესამე მხარის ორგანიზაციებს ან სხვა პირებს.

4. შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს ინფორმაციის ნახვა ან წაშლა?
კომპანიას უფლება აქვს გაუგზავნოს მომხმარებლებს შეტყობინებები ახალი პროდუქტების,სერვისების, სპეციალური შეთავაზებებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ. შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და უარი თქვათ შეტყობინებების მიღებაზე, ელექტრონულ ფოსტაზე orangegroupbatumi@gmail.com წერილის გაგზავნით სათაურით „შეტყობინებებზე უარის თქმა“.

5. როგორ ვპასუხობთ იურიდიულ საკითხებს?
იურიდიული საკითხის შემთხვევაში, ჩვენ ვპასუხობთ ოფიციალური წერილით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: orangegroupbatumi@gmail.com.

6. როგორ ვამცნობთ მომხმარებლებს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ?
თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ხდება ცვლილებები, ჩვენ შეგატყობინებთ თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე შეტყობინების საშუალებით.

7. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონფიდენციალურობის საკითხებთან დაკავშირებით?
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი მოსახერხებელი გზით, დააფიქსიროთ თქვენი შეკითხვები ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით.

ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. დაუკავშირდით Orange Group Georgia-ს საიმედო და უსაფრთხო მომსახურებისთვის!